ჩერქეზები ძვ. ანტიკურ
ხანაში
ძვ.წ XII- VII სს ჩრდ. კავკასიაში არსებობდა რამდენიმე კულტურა. რომელმაც
მნიშვნელოვნად განაპირობა ანტიკურ ხანაში პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება. ესენია:
მაიკოპის კულტურა, ყობანისა და ყობანისპირა კულტურა, კაიკენტ–ხოროჩაის კულტურა.
წყაროებში ჩანს,
რომ უკვე ძვ.წ VII-VI სს. ფორმირდება ადიღური სამყაროს ორი მთავარი ეთნოსი : ჯიქები (ზიხები)
და ქასქები შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ეთნიკური პროცესების შედეგად ჯიქების
შერევა მოხდა ჯერ სარმატებთან , ხოლო შემდეგ ადიღეურ ენაზე მოლაპარაკე მეოთურ ტომებთან.
ამავე პერიოდში
ჩრდ. კავკასიაშია დამკვიდრებული ირანულენოვანი ტომები , მათ შორის დანდარები, ასევე
ანტიკური ხანის ბოლოს გაჩნდნენ თურქულენოვანი
ტომები ჰუნები, რომლებიც თანამედროვე ყარაჩაი–ბალყარელების და კუმიკების წინაპრებად
ითვლებიან.
ძვ.წ I საუკუნეში ადიღეელები პონტოს მეფის მითრიდატე IV –ის კოალიციაში იბრძვიან რომაელების წინააღმდეგ.
ახ.წ I საუკუნეში ადიღური დასახლება ხდება შავი ზღვის აღმოსავლეთ განაპირა
ზოლზე, რომელთაც III-IV სს თავს ესხმიან გოთები და ჰუნები. ადიღური ტომები თავს აფარებენ მთებს, სადაც მათი შევიწროება და
შერევა ხდება ალან და მეოთ ტომებთან.
ანტიკურ ხანაში
ადიღურ ხალხს ურთიერთობა ჰქონდა ბოსფორის სამეფოსთან. ბოსფორის სამეფო ძვ. წ V საუკუნეში
ყირიმის აღმოსავლეთით შეიქმნა, არქეანაქტიდების დინასტიით სათავეში. მისი დედაქალაქი
გახდა ერთ–ერთი ბერძნული პოლისი პანტიკაპეონი. მათ დაიმორჩილეს ადიღური მოდგმის ხალხები.
ძვ.წ IV
ს–ში ლევკონ I მშვიდობიანად შეუერთდა ბოსფორის სამეფოს.ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონოდა
: პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება და სკვით– სარმატთაგან თავის დაცვა. შემდეგ
მათ დაიმორჩილეს სხვა მეოთური ტომები , ფატეები, ფსეფები და ა.შ
2)ჩერქეზები XII-XV სს–ში
ჩერქეზები– ადიღეების
საერთო სახელწოდებაა. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება
მე– 13 საუკუნეში ,ჩერქეზებს რუსეთ სახელმწიფოში უწოდებენ
ყარაჩაი–ჩერეზეთის მოსახლეობას ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური
ენების აფხაზურ ადიღეურ ჯგუფს. მოსახლეობის
საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი–ჩერქეზეთის 17 აულში, ასევე ახლო
აღმოსავლეთში , სადაც გადაასახლეს 19 საუკუნის მეორე ნახევარში, აქ ჩერქეზებს უწოდებენ
ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.
ტერმინ ჩერქეზს
საფუძვლად უდევს ეთნონიმი „კერკეტი“რომელთაც ძველი ბერძენი ავტორები შავი ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ
სანაპიროს ადიღური მოდგმის მოსახლეობის აღსანიშნავად იყენებდნენ.
ტერიტორია, რომელიც
დღეს ჩერქეზეთის სახელწოდებითაა ცნობილი, ადიღეელთა წინაპრების მიერ ჯერ კიდევ მე–5–მე–7
სს–ში იყო დასახლებული.დღევანდელ ჩერქეზეთში , მდ.ყუბანის დაბლობის , ადიღეელთა და
ბესლენელთა მიგრაცია 12–13 სს–ში მოხდა მე–19 საუკუნეში ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის
გამო, ყაბარდოელები ჩერქეზეთში მასობრივად გადასახლდნენ. მათი ეს მიგრაცია 1825 წელს
შეწყდა. ამ დროისთვის ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ყაბარდოელებს უკვე 62 აული ჰქონდათ.
თანამედროვე ჩერქეზების
ფორმირებაში , ყაბარდოელებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ბესლემელებმაც ითამაშეს. მე–16
საუკუნის წყაროების მონაცებებით , ბესლენელები ლაბისა და ყუბანის აუზებში ცხოვრობდნენ.
ამ ტერიტორიას სამხრეთ– აღმოსავლეთით აბაზებით დასახლებული ტერიტორიები ესაზღვრებოდა.
ჩერქეზები ძირითადად ხელოსნობას
მიზდევდნენ და ეს საკმაოდ ფართოდ იყო განვითარებული, შინამრეწველობის ყველა სახე მეცხოველეობის
პროდუქტთან იყო დაკავშირებული , რაც ხაზს უსვამს ჩერეზების ძირითად საქმიანობას, რასაც
მესაქონლეობა წარმოადგენდა, ასევე განთქმულნი იყვნენ საუკეთესო ყაბარდოული ჯიშის ცხენების
გამოყვანაში , ჩერქეზებისთვის ცხენი და იარაღი , კარგი ჩოხა–ახალუხი ძალიან მნიშვნელოვანი
იყო, ძვირადღირებული და პრესტიჟული, როცა დიუმამ იმოგზაურა კავკასიაში იგი განცვიფრებული
იყო ჩერქეზთა ვაშკაცობით, რაინდული თვისებებით..დიუმას ჩერქეზებმა ცხენი და იარაღიც
კი აჩუქეს.
რაც შეეხება ჩერქეზთა
სოციალურ სტრუქტურას, ჩერქეზებშიც ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხებში დიდი ოჯახების
გვერდით პატარა ინდივიდი ოჯახები არსებობდა, დიდმა ოჯახებმა XIX ს–ის II ნახევრამდე იარსებეს, ქორწინებაში მკაცრად იყო დაცული ეგზოგამია (ანუ
იკრძალებოდა ნათესაური ქორწინება) ვინც ამ წესს დაარღვევდა თემიდან მოკვეთავდნენ და
სამშობლოს ფარგლებსგარეთ დევნიდნენ. მიღებული იყო ხელოვნური ნათესაობის ფორმებიც (მოყვრობა,
ძუძუმტეობა და ა.შ) მიუხედავად ასეთი ღრმა ენდოგამური კავშირებისა მათთვის უცხო არ
იყო სორორატი ანუ დეიდაშვილის ქმარზე ქორწინება და ლევირატი მაზლისა და რძლის ქორწინება.
მე–14–15 საუკუნეებში
ჩერქეზები ქრისტიანებად ითვლებოდნენ. ქრისტიანობა მე 10 – მე12 საუკუნეებში საქართველოდან
და ბიზანტიიდან გავრცელდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა რადგან ხელი შეუშალა ისლამმა, რომელმაც
ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში შემოღწევა მე–14 საუკუნეში დაიწყო. ისლამის ძლიერი გავლენის
მიუხედავად ჩერქეზებში ძველი წარმართული რწმენა– წარმოდგენებისა და ქრისტიანობის ნაკვალევი
მე–20 საუკუნემდე შემორჩათ, მაშასადამე ჩერქეზები მუსლიმი სუნიტები არიან.
კავკაიის
ომი და ჩერქეზები
კავკასიის ომი
1817–1864 წლებში მიმდირარეობდა, რომელიც კავკასიაში რუსეთის იმპერიის შეჭრას მოჰყვა
და დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჩრთილოეთ კავკასიის ანექსიითა– ჩეჩნეთის, ჩერქეზების,
ჩრთილოდასავლეთ კავკასიის ზოგიერთი მთიელების,
ასევე დაღესტნის სხვა ხალხების განადგურებით. ომს შედეგად მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში . ომს
სრულიად შეეწირა უბიხი ხალხი და ჩერქეზების 90%. ხოლო მთისპირა და ზღვისპირა საუკეთესო
მიწები რუსეთიდან ჩამოსახლებულ ოჯახებს გადაეცათ.
ერთი მხრივ ეს ბრძოლები
მიმართული იყო კავკასიაში ირანისა და ოსმალეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც კავკასიის
ხალხების ინტერესებს ემსახურებოდა, მეორე მხრივ მათ მიზანს შეადგენდა კავკასიელი ხალხების ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობა.
დასასრულ, ეს იყო კოლონიური ხასიათის ბრძოლა , რომელიც რუსეთმა 1817–1864 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ
და ამით მთლიანად კავკასიის შემოერთების პროცესი დაასრულა.
რუსეთი კავკასიის
ტერიტორიით ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაინტერესდა. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების
შემდეგ (1552–1556) მოსკოვი უშუალოდ კავკასიას ემეზობლებოდა . 1567 წელს სუნჯასა და თერგის შესართავთან , 1588 წელს თერგის
დელტაში რუსეთმა ციხესიმაგრეები ააგო. იმ დროს კავკასია ირან– ოსმალეთის ომის ასპარეზზე
იყო და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიელები ცდილობდნენ რუსეთის გამოყენებას.
1557 წელს ყაბარდოელმა მთავარმა თემურყვამ მოსკოვის ქვეშევრდომობა მიიღო. ხოლო
1580– იან წლებში კახეთის სამეფომ რუსეთთან კავშირი დადო, ხოლო 1783 წელს 24 ივლისს
გაფორმდა ტრაქტატი ქართლ– კახეთის რუსეთში
პროტექტირატში შესვლის შესახებ ( გეორგიევსკის ტრაქტატი). დაიწყო დარიალის სამხედრო
გზის მოწესრიგება .1784 წელს საფუძველი ჩაეყარა სიმაგრე „ვლადიკავკაზს“
რუსეთი ნაბიჯ–ნაბიჯ
ცდილობდა კავკასიის ხელში ჩაგდებას. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩეჩნეთში რუსეთის ცარიზმის
კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელმაც მეზობელ ოლქებშიც
გადაინაცვლა და საკმაოდ დიდი მაშტაბი მიიღო, მაგრამ მუსლიმანურმა ზედაფენებმა ეს მოძრაობა
რელიგიურ სამოსელში გახვია და ღაზავათის დროშით წარმართა. ამ მოძრაობას სათავეში შეიხი
მანსური ედგა. მაგრამ დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარი არ დაუჭირეს და რუსეთის
ქვეშევრდომობა მიიღო. ამან გაადვილა მანსურის დამარცხება ჩეჩნეთსა და ყაბარდოში. მანსურმა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ
ნაწილში გადაინაცვლა და იქ გააჩაღა ბრძოლა. მანსურთან ბრძოლის დროს, ოსმალეთთან სიტვაციის
გამწვავების გამო რუსეთმა ქართლ– კახეთიდან ჯარი გამოიყვანა, რომელიც გეორგიევსკის
ტრაქტატის პირობით იყო შეყვანილი. ამით ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა
გართულდა. 1787 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ახალი ომი , რომელიც 1791 წელს
ქ. იასში დადებული ზავით დამთავრდა. იასის ზავი ადასტურებდა ქუჩუკ–კაინარჯის ხელშეკრულებას
და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს.
1806–12 წლებში
რუსეთი ოსმალეთს ეომებოდა. რუსათმა ამ ომშიც წარმატებას მიაღწია, მაგრამნ 1812 წელს
რუსეთ–საფრანგეთის მოსალოდნელი ომის გამო ოსმალეთთან ზავის დადება აუცილებელი გახდა
და 16 მაისს დაიდო ბუქარესტში ზავი. რუსეთმა მიიღო ბესარაბია, ხოლო მოლდავეთი, ვლახეთი,
კავკასია–ანაპა, ფოთი და ახალქალაქი ოსმალეთს დაუბრუნდა. სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო საქართველოს
რუსეთთან შეერთება. კოლონიური ჩაგვრის რეჟიმი, რომელსაც ცარიზმი კავკასიაში ამყარებდა.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა 1802–13 წლებში საქართველოსა და
ჩრ. კავკასიაში რამდენიმე აჯანყება მოხდა. მართალია, ყველა მარცხით დამთავრდა, მაგრამ
კავკასიის მოსახლეობას ანტიკოლონიური მოძრაობა მაინც არ შეუწყვეტია. 1827 წლიდან რუსეთი
გეგმაზომიერ მოქმედებას შეუდგა. ჩრ. კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ დაიწყო საკუთრივ
კავკასიის ომი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩეჩნეთის, მთიანი დაღესტნისა და ჩრდილოეთ–დასავლეთ
კავკასიის საბოლოო შეერთებას რუსეთთან. ეს ომი სამ ეტაპად იყოფა: 1817–29,
1830–56, 1856–64 წწ–ები.
ჩრდილოეთ კავკასიაში
ანტიკოლონიური ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. 20– იანი წლებისთვის განსაკუთრებით გაძლიერდა
რელიგიური მიმდინარეობა– მიურადიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიული ბელადის– იმამისადმი
სრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით 20–30 იან წლებში ჩეჩნეთსა და დაღესტანში შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო – იმამატი. პირველი იმამი
ყაზი–მუჰამადმა (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრ. კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს
გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილა. 1830 წლისთვის
ყაზი–მუჰამადმა იერიში მიიტანა ავარიის დედაქალაქზე მაგრამ დამარცხდა. 1831 წლეს კი
ტარკის აღება მოახერხა. 1840 წელს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ბრძოლა ახალი ძალით განახლდა.
იმავე წელა ჩრ. კავკასიის დასავლეთ ნაწილში აჯაყდნენ ადიღეელები, რომელთა შორის მიურიდიზმი
ვერ გავრცელდა. ეს აჯანყება ანტიკოლონიური და ანტიფეოდალური ხასიათის იყო. რუსეთი კი
ფეოდალებს უჭერდა მხარს. აჯანყებულები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 1841–43 წლებში
შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება. დაიკავა ავარია და დაღესტნის მთელი
რიგი რეგიონები. იმამის სამფლობელო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ჯარი ოციათას კაცს
აღწევდა. 1843 წელს რუსეთის მთავარსარდლობამ თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია. შამილის მიერ
განხორციელებული რიგი ბრძოლების მიუხედავად ის რუსეთს მაინც ვერ გაუმკლავდა და
1859 წლის 26 თებერვალს რუსეთს დანებდა.
1859 წლის ნოემბერში
რუსებს ადიღეელთა აჯანყების მოთავე მუჰამედ–ემინიც დანებდა. 1860 წელს ადღეელთა ტომის–ნათხვაჯების,
ხოლო 1862–64 წლებში აბაძეხების, შაფსუღებისა და უბიხების წინააღმდეგობაც გატეხეს.
1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა ბრძოლის უკანასკნელი
კერა–კბაადა დაიკავა. ეს თარიღი კავკასიის ომის დასარულად ითვლება.
ჩერქეზი
ხალხის გენოციდი და თანამედროვეობა
ჩვენმა ისტორიამ
არაერთი ცნობები შემოგვინახა ხალხთა მიმართ ჩადენილი სისასტიკეებისა, რომელთა შორის
ერთ–ერთი არის XIX საუკუნეში
ჩერქეზების მიმართ განხორციელებული სრული სისასტიკე, ამ სისხლიანი მოვლენების შედეგად
ჩერქეზი მოსახლეობის 90% დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.
რუსეთ–კავკასიის
ომის დროს რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი და
ცენტრალური ნაწილის მოსახლეობის– ჩერქეზების ამ რეგიონიდან ძალადობრივი გზით განდევნას.
რუსეთის ხელისუფლება ომის დროს ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით განადგურებას
ეწეოდა, ქმნიდა ისეთ პრობლემებს, რომლის მიზანი იყო ამ მხარის სრული ან ნაწილობრივ
განადგურება.
ამის შედეგად ჩერქეზების
დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო, ძალიან მცირე
ნაწილი დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე.
შედეგად, მრავალი
ეთნოგრაფიული ჯგუფი გაქრა, ამდენად რუსეთის იმპერიის ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც
გენოციდი.
ადიღელთა ტრაგედიის
თვითმხილველი დროზდოვი ამბობდა:
„საზარელი სურათი
გადაგვეშალა თვალწინ– გზა მოფენილი იყო ბავშვების , ქალების, მოხუცების დაგლეჯილი,
ძაღლებისაგან ნახევრად შეჭმული გვამებით, შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს,
ძლივს რომ დალასლასებდნენ და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ
ბოლოს... ჯამრთელებსა და ცოცხლებს მომაკვდავებისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ უკეთესი
ბედი. გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ ჩერქეზებს მცირე აზიის ნაპირებამდე და ავადმყოფობის
უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ წყალში მოესროლათ ნებისმიერი. ტალღებს ამ უბედურთა
გვამები ანატოლიის ნაპირებთან გამოჰქონდათ...
დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით
იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას.“
ამ ფაქტით შეძრწუნებული
XIX
ს–ის სამხედრო ისტორიკოსი
ადოლფ ბერჟე წერდა:
„ ვერასოდეს დავივიწყებ
იმ დამთგრუნველ შთაბეჭდილებებს, ნოვოროსისკის ყურეში თავმოყრილი მთიელების, რომელთა
რაოდენობა ალბათ დაახლოებით 17 000 ადამიანი თუ იქნებოდა, ნახვამ რომ მოახდინა ჩემზე.
მოგვიანებით, წელიწადის ცივ დროში, საარსებო სახსრების უქონლობა და ტიფისა და სახადის
ეპიდემიის მძვინვარება მათ ყოფას სრულიად აუტანელს ხდიდა . ვის გულს არ შეძრავდა ღია
ცის ქვეშ ცივ მიწაზე გართხმული, ძონძებში გახვეული ახალგაზრდა ჩერქეზი ქალის დანახვა
, რომლის ორი ჩვილი შვილიდან ერთი კრუნჩხვით ღაფავდა სულს, მეორე კი უკვე გათოშილი
დედის მკერდს ეპოტინებოდა შიმშილის მოსაკლავად.“
კავკასიის ომის
დასრულება რუსეთმა „კრასნაია პოლინაზე“ აღნიშნა (2014 წლის ოლიმპიადის ადგილას) აი
რას წერდა გენარალი თავის რაპორტში 1864 წელს :
„აულები , პურისა
და ხილის მარაგი გადამწვარია , ზუსტად შეგვიძლია ვივარაუოთ . რომ მოსახლეობა ზამთრის
განმავლობაში ან შიმშილით გაწყდება ან ჩვენს ზღვისპირა პუნქტებში გამოვა თურქეთში გადასასახლებლად“.
ჩერქეზი ხალხის
ისტორიისადმი ინტერესი 50–იან წლებში გაჩნდა, პირველლად დაინტერესებულ იქნა დიდი ბრიტანეთის
სპეც– სამსახურები.ეს იყო გარკვეულწილდ ახალი დოქტრინის– „ცივი ომის“ ფარგლებში კავკასიური
მიმართულებით დასავლეთის გააქტიურება. ამის შემდგ არაერთმა უცხოელმა მკვლევარმა , მეცნიერმა
თუ ისტორიკოსმა განიხილა ჩერქეზი ხალხის ყოფა.
ცნობილი ამერიკელი
დიპლომატი და ექსპერტი პაულ ბ. ჰენზი თავის მონოგრაფიაში , რომელიც ეძღვნება ჩერეზების
ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ , აღნიშნავდა რომ : ის რაც მოხდა, სულ ცოტა გენოციდად
უნდა იქნეს შედარებული.
უკანასკნელი პერიოდის
ნაშრომებიდან ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვალტერ რიჩმონდის წიგნი, რომელიც
ჩერქეზთა გენოციდისა და იძულებითი დეპორტაციის უმთავრეს საკითხებს ეძღვნება.
უცხოელ მკვლევართაგან
ჩერქეზთა ტრაგედიას ცალსახად გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა პროფესორმა ანტერო ლაითცინგერმა , ის ამბობს რომ : XIX საუკუნეში ცარისტული რუსეთის
მიერ განხორციელებული ქმედება ჩერქეზებისადმი იყო ყველაზე დიდი გენოციდი.
ჩერქეზები თითქმის
ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსეთს. XVIII საუკუნის სამოციან წლებში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩერქეზებისგან ტერიტორია
დაცალა და თითქმის სულ გაანადგურა ისინი.
ნაციონალური გამოღვიძების
პერიოდი, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწო, უფრო სწორედ, პერესტროიკის
დროს გაძლიერდა და პიკს ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიაღწია, ამ დროს და შემდეგ
რუსეთმა გენოციდის აღიარებაზე უარი თქვა. 2006 წელს დიასპორის წარმომადგენელმა აქტივისტებმა,
გენოციდის აღიარების დხოვნით ევროპარლამენტს მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. დღესდღეობით,
ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში დიდი როლს ინტერნეტი თამაშობს– სწორედ ისაა ხიდი
სხვადასხვა ქვეყნებსა და დასახლებებში გაფანტული ჩერქეზებისთვის. ახალი თაობის აქთივისტები
მას განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ .
აქტივისტების მცდელობების
მიუხედავად გენოციდის აღიარება ვერ იქნა მიღებული ვერც რუსეთისგან და ვერც დანარჩენი
მსოფლიოსგან. მხოლოდ 2011 წლის 20 მაისს საქართველოს
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ კავკასიის
ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას. საკანომდებლო ორგანო გადაწყვეტილების
მიღებისას ერთსულოვანი გამოდგა. 95 ხმა არცერთის წინააღმდეგ.
როგორც მოსალოდნელი
იყო , რუსეთში ბრაზობენ– კონსტატინე კოსაჩევმა– რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა
კომიტეტის თავჯდომარემ , განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ
და ამ ხალხის ტრაგიკული ბედი მათ არ ანაღვლებდათ. კოსაჩევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარის მიზანი, რუსეთის ანტაგონიზება
და მისი იმ ხალხის უბედურების წყაროდ წარმოჩენაა, რომლებიც იქ საბჭოთა კავშირამდე და
მის დროს ცხოვრობდნენ. სხვებმა ეს ფაქტი რუსეთში „ იდეოლოგიური დივერსიათაც“ შეაფასა.
ამ ყველაფრის მიუხედავად
ჩერქეზების მიერ გამართულ ერთ–ერთ ფორუმზე ისინი იმედს გამოთქვამენ , რომ საქართველოს
მაგალითს სხვებიც მიბაძავენ, დიასპორის წარმომადგენლებს ახლა ერთი მიზანი აერთიანებთ,
რომ სხვა ქვეყნებმაც აღიაროს მათი გენოციდი.
რამდენად თანაუგრძნობს
მათ თანამედროვე მსოფლიო, მომავალი გვიჩვენებს.
სალომე ძიძიგური